ადა მარშანია გავრილოვს იცავს და მისთვის სკამის გათავისუფლებას ცდილობს

ადა მარშანია გავრილოვს იცავს და მისთვის სკამის გათავისუფლებას ცდილობსდაპირისპირება პარლამენტში – ადა მარშანია ცდილობს, სერგეი გავრილოვისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამი გაათავისუფლოს.

პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, სადაც რამდენიმე წუთის წინ სერგეი გავრილოვი ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოდიოდა “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ალყაში აქვთ მოქცეული.

ადა მარშანია ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას ძალის გამოყენებით ჩამოყვანას ცდილობს, რათა ადგილი გავრილოვს გააუთავისუფლოს. “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ოპოზიციას სამარცხვინო უწოდა.