აგარაში კაცმა ცოლი დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლა

აგარაში კაცმა ცოლი დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლამკვლელობა და დაჭრა დაბა აგარაში – კაცმა მეუღლე დაჭრა, თანასოფლელი მამაკაცი კი მოკლა.

ქალს და მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

შემთხვევა ქარელის რაიონის დაბა აგარაში გვიან ღამით მოხდა. დანაშაულის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა.

ქმრის მიერ დაჭრილი ცოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 50-წლამდე ასაკის ქალი ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

„პაციენტი კლინიკაში უმძიმესი მდგომარეობით შემოვიდა. მას სხეულის სხვადასხვა არეში, ბასრი საგნით მიყენებული 10-ზე მეტი ჭრილობა აღენიშნება. დაზიანებები მიყენებული აქვს კისრის, სახის, გულ-მკერდის წინა და უკანა ზედაპირის არეში, ასევე მუცლის არეში რამდენიმე შემავალი ჭრილობაა. პაციენტს დაზიანებული აქვს კუჭი, ფილტვები. გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია“, – განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგმა ლექსო ხეთაგურმა.

პაციენტს ქარელიდან „გორმედის“ ქსელის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ დეპარტამენტში, გორში გადაიყვანენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე იდენტიფიცირებულია.