ალექსი სიხუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა – სასამართლო საავადმყოფოში ჩატარდა

ალექსი სიხუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - სასამართლო საავადმყოფოში ჩატარდა„ბილდინგ დეველოპერის“ დირექტორს, ალექსი სიხუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო საავადმყოფოში მსჯელებდა. პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

ბოჭორიშვილის კლინიკაში ალექსი სიხუაშვილის გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გახდა საჭირო.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბრალდებულის დაკავების შემდეგ, საკანში სტენოკარდიული შეტევა დაემართა. სიხუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას არ ავრცელებს არც კლინიკა.

ბრალდება ალექსი სიხუაშვილს ერთ-ერთი ტენდერის პირობების შეუსრულებლობას და ბიუჯეტის სახსრების მითვისებას ედავება, რასაც ბრალდებული არ აღიარებს.

სიხუაშვილს გამოძიება თაღლითობის გზით სხვისი ნივთის მითვისებას ედავება.

საუბარია, სოფელ ბადიაურში წყალგაყვანილობის პროექტზე, რომელსაც „ბილდინგ დეველოპერი“ ახორციელებდა და რომლის შედეგად კომპანიის მფლობელმა ბიუჯეტის ფული მიითვისა.

ირკვევა რომ შპს-ს 7 მილიონიანი კონტრაქტი, გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ პრემიერის დავალებით გაუფორმა. ამ კომპანიის დირექტორი კი თბილისის მერის მოადგილის ძმაა.

ალექსი სიხუაშვილის დაკავება “შაბათის კურიერის” ეთერში მისი საქმიანობის შესახებ სიუჟეტის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ეთერში ანონსის გასვლის შემდეგ მოხდა.

რუსთავი 2