“ამ სეზონზე ქვეწარმავლები თბილისთან ახლოს ბინადრობენ” –  როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გველს გადაეყარეთ ან დაგკბინათ

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობა ხშირად მიმართავს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ქვეწარმავლების გამოჩენის გამო. მოქალაქეების უმეტესობას გველების მიმართ განსაკუთრებული შიში აქვს და მუდმივად აქტუალურია კითხვები თუ  როგორ უნდა მოვიქცეთ გველთან შეხვედრისას,  რა უნდა გავაკეთოთ ნაკბენის დროს და ა.შ. ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე გვაპასუხობს გამოცდილი  ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი.

– სანამ მთავრ კითხვებზე პასუხებს გაგვცემთ, გვითხარი როდიდან დაუკავშირეთ ბედი ჰერპეტოლოგიას?
– ბავშვობიდან მოყოლებული სულ დავდიოდი ლისის ტბაზე.  პირველად სწორედ  იქ დავიჭირე გველი,  ცხრა წლის
ვიყავი მაშინ. მოგეხსენებათ,  ლისის ტბაზე ბევრი წყლის ანაკარა ბინადრობს და ეს ტბა ბუნებრივი არეალია ქვეწარმავლებისთვის. სასწაული განცდა დამეუფლა, პირველად გველი რომ დავიჭირე. მას მერე, სადაც მივდიოდი, ყველგან თვალებს ვაცეცებდი, რომ მეპოვა. 13 წლის ვიყავი შხამიანი გველი, რომ დავიჭირე, ალგეთის ხეობაში. ამ დროისთვის უკვე ვარჩევდი შხამიანი რომელი იყო და რომელი – არა. ვკითხულობდი ინფორმაციას და ვსწავლობდი მათ შესახებ ყველაფერს. შხამიანი გველის დაჭერის შემდეგ მივხდი, რომ ეს თემა ძალიან ახლოს იყო ჩემთან და მაინტერსებდა. სკოლის პერიოდში სახლშიც კი მომყავდა გველები.
– მშობლები რას  ამბობდნენ, როცა გველი სახლში მიგყავდათ?
 – რა თქმა უნდა, არ სიამოვნებდათ, თუმცა კატეგორიულ უარზე არ იყვნენ, რადგან იცოდნენ, რომ გველების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მქონდა. 16 წლის
ვიყავი როც გიურზა დავიჭირე დავით გარეჯში. ისე დავხელოვნდი, რომ  ვხვდებოდი, სად შეიძლება ყოფილიყო ქვეწარმავალი. მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა ჰერპეტოლოგიის მიმართულებით მესწავლა, მშობლების თხოვნით, უნივერიტეტში ეკონომიურზე ჩავაბარე. სტუდენტობის დროს ვიყავი  ეკოლოგიური კლუბის წევრი და იქიდან უფრო აქტიურად ჩავები ჰერპეტოლოგიურ საქმიანობაში და მეცნიერული ინტერესი თანდათან გადაიზარდა პრაქტიკულ საქმიანობაში. 12 წელია უკვე ამ საქმიანობას ოფიციალური სახე აქვს ჩემთვის. ფაქტობრივად, ჩემი და კიდევ ორ ადამიანის შექმნილია თბილისში ცხოველთა მონიტორინგის საგენტოში აღნიშნული მიმართულება.
– მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი ხართ და ბევრ გამოძახებაზე გიწევთ მისვლა, დაჭერის შემდეგ ქვეწარმავლები სად მიგყავთ?

– ბუნებაში ვუშვებთ. რა თქმა უნდა, ქალაქთან ახლოს არ ვუშვებთ. ისე კი ახლა, ამ სეზონზე ქვეწარმავლები თბილისთან ახლოს ბინადრობენ. თბილისში ძალიან ბევრი სახეობის ქვეწარმავალია და მათი გამოჩენის ალბათობა დიდია.
– შხამიანი და არაშხამინი გველებზე რას გვეტყვით?
– საქართველოში არის 26 სახეობის ქვეწარმავალი, აქედან 11 სახეობაა შხამიანი, ამ თერთმეტიდან არის ორი უკანაშხამეშვიანი, რაც იმას ნიშნავს რომ უკან აქვს შხამი და კბენის დროს შხამი ადამინის სხეულში ვერ აღწევს, თან ძალიან სუსტი შხამი აქვს. დარჩენილი ცხრა შამიანი სახეობიდან, არიან გველგესლების წარმომადგენლები, გიურზაც გველგესლაა. იგი  გველგესლებიდან ყველაზე საშიშია. საქართველოში სამხრეთ აღმოსავლეთ – საქართველოში ბინადრობს,   მისი დაკბენის შემთხვევაში, ძალიან რთული სიპტომები იჩენს თავს და თუ დროულად არ მივხედეთ ნაკბენს, შეიძლება ადამიანი დაიღუპოს. საერთოდ, დედაქალაქში გიურზის გამოჩენის ერთო ორი შემთხვევა გვაქვს ხოლმე წლის განმავლობაში. წელს ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ძირითადად ქვეწარმავლები ტექნიკური გზით ხვდებიან ქალაქში, მანაქანების გადაადგილებით, სამშენებლო მასალების გადატანით და ა.შ.
 – ვიზუალურად როგორ შეიძლება გავარჩიოთ, გველი შხამიანი თუ – არა
– მარტო მათი ქცევით ვერ მივხდებით. ბევრი არაშხამიანი გველი ბაძავს შხამიან გველს. ძირითადად უნდა განვასხვავოთ შემდეგი კრიტერიუმებით.  შხამიანი გველები არიან: მსხვილები, აქვთ სქელი ტანი, ვიწრო კისერი, დიდი სამკუთხა თავი, ვერტიკალური თვალები და  პატარა კუდი. რაც შეეხება არაშხამიანებს, შეიძლება ითქვას უფრო მოქნილებიც არიან, ზოგიერთი მათგანი ხეებზეც დაცოცავს, სახურავზეც ადის, ისინი თხელები და ვიწროები არიან.  შეიძლება მუქ ფერებთან ერთად შეგვხდეს,  ყვითელი შავში შერეული, მოწითალო და მთლიანად  წითელიც.
 – რა უნდა გავაკეთოთ, როცა გველს წავაწყდებით?
– პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი გველი არ გვესხმის თავს, ყველა გარბის ჩვენგან და თავს იცავს, დაწყებული გიურზათი დამთავრებული დასავლური მახრჩობელათი. რომ დაგვინახავენ, ისინი აუცილებლად გარბიან ჩვენგან, ან გაუნძრელად არიან და არ უნდა მივეკაროთ. რა უნდა ვქნათ, თუ ჩვენი დანახვის შემთხვევაში არ გაიქცა? ამ დროს უკან უნდა დაიხიო, ან გვერდიდან მოვუაროთ, არ უნდა ვეცადოთ მის დაჭერას, მის მოკვლას, ჯოხით, ქვით შეშინებას, რადგან შეიძლება თავის დაცვა გადაწყვიტოს და დაგვესხას თავს. მაგ. წითელმუცელა მცურავი არ გაპატიებს შეწუხებას და დაგესხმევა თავს, მიუხედავად იმისა, რომ შხამიანი არ არის, აგრესიული გველია. გიურზაც დაიძაბება და მზად ყოფნაში იქნება და თუ შევეხებით, გვიკბენს. მთლიანობაში, თუ ჩვენ არ შევაწუხეთ და ფეხს არ დავდგამთ, არაფერს დაგვიშავებენ.
 – შხამიანის ნაკბენის შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ისეთ ადგილას ვართ, სადაც ადვილად ვერ მოგვაგნებს სასწრაფო?
– პირველ რიგში, თუ ურბანულ გარემოში ვართ ან  სადღაც სოფლთან სიახლოვეს, სადაც ვთქვათ, არ გაუჭირდება 112 -ს  ამოსვლა, მაშინ ვრეკავთ. ამის მერე ვწვებით, ვართ განუნძრევლად, რომ სისიხლმა სწრაფად არ იმოძრაოს, ვიღებთ რაც შეიძლება ბევრს სითხეს, ოღონდ არაალკოჰოლურს, რა თქმა უნდა, თუ გვაქვს თან. კოკაკოლაც შეგვიძლია დავლიოთ, ყველანაირი სითხის დალევა  შეგვიძლია, გარდა ალოკოჰოლურისა.  თუ ალერგიული ფონი მოგვცა და შეგვისივდა ნაკბენი, ანტიალერგიული საშუალება უნდა დავლიოთ, მაგ. დექსამეტაზონი, თუ არ გვაქვს, უნდა გვახსოვდს, რომ უნდა ვატაროთ ყველამ ანტიალერგიული საშუალებები. ბუნებაში მარტო გველის ნაკბენი არ არის საშიში.
 – რა არ უნდა გავაკეთოთ გველის ნაკბენის დროს?
– არცერთ შემთხვევაში ლახტს არ ვიდებთ, არ ვისერავთ, არ ვიწვავთ, არ უნდა ამოვწოვოთ ნაკბენი. სპირტით ნაკბენის  დამუშავებას  არ გირჩევთ. ცივი წყლით უნდა მობინაოთ და დანარჩენი მივანდოთ ექიმებს.
  – როგორ უნდა გავიგოთ, რამ გვიკბინა?
– შხამიანი გველის ნაკბენს აქვს  ორი ნაკბილარი და სისხლის წვეთები. ნაკბენი ადგილი იწყებს ჩალურჯება – ჩაშავებას, ახასიათებს  ლოკალური ტკივილი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილს, სად ხარ, თუ კახეთში ხარ, მაგ. ივრის ჭალებში ან ვაშლოვანის ნაკრძალში, ცხადია გიურზას ნაკბენი იქნება. ასევე უნდა დავაკვირდეთ, რამხელაა კბილებს შორის მანძილი. რაც უფრო განიერია კბილებს შორის მანძილი ე.ი. უფრო დიდ გველს აქვს ნაკბენი.   შხამის დოზას თვითონ გველი განსაზღვრავს, კბენის დროს.
– თუ დადმდგარა გველის ნაკბენისგან, ჩვენს ქვეყანაში ფატალური შედეგი? გველის ნაკბენი უფრო საშიშია თუ ხვლიკის?
– ყოფილა სამწუხაროდ ასეთი ფაქტებიც, თუმცა ბოლო სამი-ოთხი წელია გველის ნაკბენისგან საქარველოში არავინ გარდაცვლილა. ხვლიკის ნაკბენი საერთოდ არ არის საშიში.

– მითია თუ რეალობა, გველი შხამს წყალში ჩასვლის დრო ქვაზე რომ ტოვებს?
– რა თქმა უნდა, არ არის მართალია. პროტეზია, ამოიღოს დადოს შხამი?! ასევე მითია ის, რომ წყალში გველი შხამიანი არ არის. წყლიდან როცა ამოდის შხამს თუ ვერ იპოვის, თავს იკლავსო, ესეც  არის მითი. თან წყალშიც შეუძლია კბენა, უბრალოდ არ უნდა შეაწუხო და ისე არ გიკბენს.

რომ მოდის სახლში და აღარ მიდის, ასეთ დროს რა უნდა ვქნათ?
– არ შეუქმნათ შესაბამისი პირობები და წავა.

– ამბობენ, რომ გველს მუსიკა უყვარს და სახლში შემოპარულის გამოყვანა მუსიკით არის შესაძლებელი?
– ალბათ ბახზე გიჟდება( ვხუმრობ, ცხადია). …მითია. სმენა არ აქვს საერთოდ.

– როგორ ადგილას შეიძლება გადვაწყდეთ გველს?
– რეალურად ბუნებაში გადაადგილებისას,ნებისმიერ ადგილას შეიძლება წავწყდეთ, მაგრამ, ყველაზე ნაკლები შანსია პროცენტულად  ქვეწარმავალი ვნახოთ ზაფხულში დღის განმავლობაში, პაპანაქებაში მინდორში გველს ვერ ნახავ, ის დამალულია სოროში, ან რაღაც ნაპრალშია ჩამძვრალი, ან დაბურული ბუჩქების ძირას იმალება. ძალიან მაღალი ტეპტერატურის დროს სარდაფებში ჩადის და შესაძლოა სულაც სახლში შემოვიდეს. ამიტომ ეზო უნდა გვქონდეს მოვლილი, ბალახი უნდა იყოს გაკრეჭილი, არ უნდა იყოს სამშენებლო მასალები მიყრილ-მოყრილი, არ უნდა გვქონდეს ანტისანიტარია.  რაც შეეხება არსებებს, რომლებიც გველს ებრძვიან. ზღარბი პატარა გველებს ჭამს, იხვიც ერევა პატარა გველებს, ქათამიც ჭამს, ციცარია ძალიან მაგარი გველთან საბრძოლველად. დიდი გველი რომ შემოვა, ეგრევე კივილს იწყებს. ისე კი გველი ძალიან ლამაზია და სულ მიკვირს, რატომ ვერ იტანინენ. კავკასიური გველგესლა არის საქართველოს და კავკასიის ენდემური სახეობა, მხოლოდ აქ ბინადრობს, ულამაზესია და არ უნდა მოვკლათ, პირიქით, უნდა გავუფრთხილდეთ.

– არის რამე ხსნარი ან ფხვლილი, რომელიც გველისგან დაგვიცავს?
-არის დამაფრთხობელი  ხსნარი და ფხვნილები, რაღაც პეროდის განმავლობაში, რომ გვიცავს, მაგრამ ისიც სათუოა, 100% შედეგს არცერთი არ იძლევა. გოგირდის და საბურავის წვაც არანაირ ეფექტს არ იძლევა. მათი წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი ადის ჰაერში, ასე რომ არანაირი ეფექტი არ აქვს.

– ბავშვებს შიშები გველებსი მიმართ…
– რეალურად, ზოგიერთ ბავშვში ინსტიქტურად დევს ეს შიში. გენეტიკურად გადადის მშობლისგან ეს შიში ბავშვში. მშობლები უფრო უღვივებენ შვილებს ქვეწარმავლების შიშს.ბოლოს დროს აქცენტებს ლისის ტბაზე აკეთებენ,  ხალხო, ლისი ტბა არის ბუნებრივი არეალი გველებისთვის, მთელი ცხოვრებაა დავდივარ  ტბაზე, ყოველთვის ვნახავთ მათ და ასეთი რეაქცია არ უნდა გვქონდეს. გველი საშიში ხდება მაშინ, როცა მას ვუპირებთ დაჭერას, მოკვლას.

მშობლები.გე

დატოვეთ თქვენი კომენტარი