ანტალიაში 61 წლის ქეთევან ქათამაძე თოკით დაახრჩვეს

ანტალიაში 61 წლის ქეთევან ქათამაძე თოკით დაახრჩვესანტალიაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს.

მოკლული 61 წლის ქეთევან ქათამაძეა.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლიდან არასასიამოვნო სუნი გამოდიოდა, რის გამოც მეზობლებმა შესაბამის სამსახურებს მიმართეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები, რომლებიც საცხოვრებელ ბინაში ფანჯრიდან შევიდნენ, იქ კი ნახევრადშიშველი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ქალი სავარაუდოდ, თოკით დაახრჩვეს.

მოკლული ქალი ბოლო 20 წლის განმავლობაში ანტალიაში ცხოვრობდა და მუშაობდა.

თურქეთში საქართველოს საკონსულო უკვე დაუკავშირდა გარდაცვლილის ოჯახს. მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კი მოკლულის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ.

“დერეფანში არასასიამოვნო სუნი გამოვიდა. დღეს აივანზე შევიკრიბეთ ლანჩისთვის და საშინელი სუნი მოვიდა. მაშინვე პოლიცია გამოვიძახე. როდესაც სამართალდამცველები მოვიდნენ, მათ სახანძრო დეპარტამენტს სთხოვეს სახლში შესვლა. სახანძრო ბრიგადის დახმარებით, ისინი სახლში აივნიდან შევიდნენ. შიგნით კი ცხედარი იპოვეს,”-ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.

რუსთავი 2