თბილისში პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლის დროს, როცა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა, სულ 69 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით რუსული მედია წერს.
ამ მონაცემების თანახმად, დაშავებულთა შორის 38 სამართალდამცველია, დანარჩენი კი აქციის მონაწილეები.
ოფიციალური განცხადება დაკავებულების და დაშავებულების შესახებ ქართული მედიისთვის შესაბამის უწყებებს ჯერ არ გაუკეთებიათ.
პრაიმ ტაიმი

