აქციის მონაწილეებმა “ოცნების” ოფისთან საქართველოს ჰიმნი იმღერეს და დაიშალნენ

აქციის მონაწილეებმა "ოცნების" ოფისთან საქართველოს ჰიმნი იმღერეს და დაიშალნენაქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მივიდნენ. ისინი სკანდირებდნენ – „წადი!“.

ადგილზე მობილიზებულიიყვნენ სამართალდამცავები.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და საკუთარი მოთხოვნები გააჟღერეს.

აქციის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას და არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას მოითხოვენ. ისინი ასევე 20 ივნისს დაკავებულების გათავისუფლებას და მოძალადე პოლიციელების დასჯას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი იმღერეს და დაიშალნენ.