არგენტინა კოპა ამერიკის მეოთხედფინალში ვენესუელას დაუპირისპირდება

არგენტინა კოპა ამერიკის მეოთხედფინალში ვენესუელას დაუპირისპირდებაარგენტინის ნაკრებმა ყატარის დამარცხება მოახერხა და 4 ქულით მათ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს. ამრიგად მიუხედავად ცუდი სტარტისა არგენტინის ნაკრებმა მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მისი მეტოქე ვენესუელა იქნება.

შეხვედრა 28 ივნისს გაიმართება, თუმცა დაწყების ზუსტი დრო ცნობილი არ არის. შეგახსენებთ რომ კოპა ამერიკის წინა ორ გათამაშებაში არგენტინის ნაკრებმა ფინალამდე მიაღწია, სადაც ორივეჯერ ჩილესთან დამარცხდა.