ავარია მეტრო სარაჯიშვილთან – 2 ადამიანი დაშავდა

ავარია მეტრო სარაჯიშვილთან - 2 ადამიანი დაშავდათბილისში ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა მეტროსადგურ “სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

შუქნიშანზე გაჩერებულ მანქანას უკნიდან ავტომობილი დაეჯახა, რამაც მის წინ მდგომი მანქანის დაზიანებაც გამოიწვია.

დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

რუსთავი 2