ბასილაშვილის პირველი მეტოქე უიმბლდონზე ცნობილია

ბასილაშვილის პირველი მეტოქე უიმბლდონზე ცნობილიაორშაბათს სტარტს აიღებს ყველაზე პრესტიჟული დიდი სლემის ტურნირი უიმბლდონი და ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე უკვე ცნობილია. ბასილაშვილი პირველ მატჩში ბრიტანელ ჯეიმს ვორდს დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 205-ე პოზიციას იკავებს. სავარაუდოდ ნიკას გამარჯვება არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა უიმბლდონზე ყველაფერი ხდება.

ამჟამად ბასილაშვილი მსოფლიოს მე-16 ჩოგანია და ის საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელია. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ ბოლო პერიოდში ბასილაშვილი არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება და მან ზედიზედ 4 მატჩი წააგო.