ბერა – ”მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს… სამშობლოს საჯიჯგნად არავის დავუთმობთ”

ბერა - ”მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს... სამშობლოს საჯიჯგნად არავის დავუთმობთ”ბერა ივანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში დაწერა:

”მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები.

მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითოეულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული.
მუდამ თქვენი ბერა.