ბორის ჯონსონი კონსერვატორების არჩევნებში კვლავ ლიდერობს

ბორის ჯონსონი კონსერვატორების არჩევნებში კვლავ ლიდერობსკონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნების მესამე ტურში ბორის ჯონსონმა ხმების თითქმის ნახევარი მოაგროვა.

დღეს ჯონსონის წინააღმდეგ ბრძოლას სამი კანდიდატი განაგრძობს, ისინი ტერეზა მეის მთავრობის მინისტრები – ჯერემი ჰანტი, მაიკლ გოუვი და საჯიდ ჯავიდი არიან.

ბორის ჯონსონმა არჩევნების მესამე ტურში 143 ხმა დააგროვა, რის გამოც მას ფინალში გასვლა ფაქტობრივად გარანტირებული აქვს. არჩევნების ფინალურ ეტაპამდე ხმის მიცემის პროცესში მხოლოდ კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წევრები იღებენ მონაწილეობას, რომელთა რაოდენობა 313-ს შეადგენს.

დღეს არჩევნების ორი ტური გაიმართება, რომელსაც ყველაზე ცოტა ხმების მიმღები კანდიდატი გამოეთიშება. მას შემდეგ რაც მხოლოდ 2 კანდიდატი დარჩება, არჩევის პროცესში კონსერვატიული პარტიის თითქმის 160 ათასი წევრი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც სასურველ კანდიდატს ხმას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისცემენ.

არჩევნებში გამარჯვებული არა მხოლოდ კონსერვატიული პარტიის ლიდერი, არამედ ტერეზა მეის შემცვლელი და ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება.

იპნ