ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ნეიმარი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს

„პარის სენ-ჟერმენისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ნეიმარი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ ბრაზილიური მედია იუწყება.

ერთ-ერთმა ქალმა შესაბამისი განცხადება ბრაზილიის ქალაქის სანტუ-ამარუს პოლიციაში შეიატანა. მისი თქმით, ნეიმარმა ის პარიზში, 15 მაისს გააუპატიურა. საჩივრის ავტორის განმარტებით, საფრანგეთის დედაქალაქში ის ნეიმარის მიწვევით იმყოფებოდა, რომელიც ინსტაგრამში გაიცნო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი