ბუფონი შეიძლება იუვენტუსში დაბრუნდეს

ბუფონი შეიძლება იუვენტუსში დაბრუნდეს41 წლის ლეგენდარული მეკარე ჯან ლუიჯი ბუფონი შესაძლოა იუვენტუსში დაბრუნდეს. ბუფონმა პსჟ-ში ერთი სეზონი გაატარა და პსჟ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

თავის მხრივ არც ბუფონი ფიქრობს კარიერის დასრულებაზე, ამიტომ ის თავის ყოფილ გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ბუფონი იმაზეც თანახმაა, რომ სათადარიგო მეკარე იყოს იუვენტუსში. შეგახსენებთ რომ ბუფონმა იუვენტუსში თავისი კარიერის 17 წელიწადი გაატარა და სწორედ ამ გუნდში გახდა ის სუპერ ვარსკვლავი.