ჩხოროწყუში ხობელი ქალი ფეხბურთელები ცემეს

ჩხოროწყუში ხობელი ქალი ფეხბურთელები ცემესჩხოროწყუს საფეხბურთო სტადიონზე გამართული მატჩი  ხობის „კოლხეთსა“ და ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ შორის ინციდენტით დასრულდა.

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ხობის ქალთა ფეხბურთის კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ლატარიამ განუცხადა.

“როგორც კი ჩვენი ქალთა გუნდი ჩავიდა ჩხოროწყუში სათამაშოდ,ერთგვარი მობილიზება შეინიშნებოდა, თითქოს „მტრები“ ჩავედით იქ. მსაჯიდან დაწყებული იყო აგრესია ჩვენი გოგონების მიმართ. პირველი ტაიმის დასასრულს გასახდელში დაიწყო საშინელი ხმაური და წივილ-კივილი. იმათი მწვრთნელი იძახდა თქვენმა გოგონებმა ჩვენებს შეაგინესო. მე ცხოვრებაში არ მინახავს მსგავსი სიტუაცია. ჩემი გუნდიდან სამი ფეხბურთელია დაშავებული. ესენი არაინ: ანა წულაია,მარი გოროზია და თათია ჟიშკარიანი. გოგონებს აქვთ ტვინის შერყევა,ზუგდიდშიც მყავდა საავადმყოფოში და ექიმმა 5 დღიანი წოლითი რეჟიმი გამოუწერა“,- განაცხადა მწვრთნელმა.

ქალთა საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია.

რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას,  უწყებაში პრაიმტაიმს განუცხადეს,რომ მომხდართან  დაკავშირებით სადისციპლინო კომიტეტი, მომდევნო კვირას, ორივე მხარეს მოუსმენს.

პრაიმ ტაიმი