დაკარგული გოგონების მობილურები ლიმონათის მიტოვებულ საამქროში იპოვეს – ბორჯომში 2 მეცხრეკლასელს ეძებენ

დაკარგული გოგონების მობილურები ლიმონათის მიტოვებულ საამქროში იპოვეს - ბორჯომში 2 მეცხრეკლასელს ეძებენბორჯომში ორ არასრულწლოვან გოგონას ეძებენ. ისინი მეცხრეკლასელები არიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოსწავლეები დილით სახლიდან გავიდნენ და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

გოგონები სკოლაში დღეს არ მისულან.

ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელის იზოლდა ლომიძის ინფორმაციით, დაკარგული გოგონების მობილური ტელეფონები ბორჯომში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ლიმონათის მიტოვებულ საამქროში იპოვეს.

,,ყველა უკიდურესად შეშფოთებული ვართ, ამ დრომდე არაფერი ვიცით დაკარგული მოსწავლეების შესახებ. დილიდან არავის უნახავს, არც სკოლაში ყოფილან. განსაკუთრებული ხასიათით გამორჩეული ბავშვები არ არიან, ორივე ჩვეულებრივი, მათი ასაკისთვის დამახსიათებელი გოგონაა, ვერაფერს ვიტყვი ვერსიებზე, მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში ძებნა, იმედია, უახლოეს მომავალში დადგინდება მათი ადგილსამყოფელი“, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ ბორჯომის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა იზოლდა ლომიძემ.

„პოლიციამ ბორჯომში 2 არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში მიიღო. სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები“,-აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში