ფოთში, ნაბადის უბანში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილიბები სახისა და გულმკერდის არეში მეუღლის ბიძამ მიაყენა.
დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანა.
“სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 25 წლის ქალი შემოიყვანა, მას ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნება. ჭრილობები დამუშავდა, გაეწია პირველადი ამბოლატორიული დახმარება და გაეწერა საავადმყოფოდან,“- განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრილი ქუჩაში თავად გამოვიდა და შველას ითხოვდა. მეზობლებს არ აქვთ ინფორმაცია, რა გახდა ინციდენტის მიზეზი. მათივე თქმით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და იგი წარსულში ოჯახური ძალადობისთვის ნასამართლევია.
ქალის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა 1957 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.
~სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დანაშაულში ბრალდებული ვ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
“დაჭრილი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს შსს-ში.

