დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, გახარია და ბახტაძე ხელს ივანიშვილს დაადებენ – ეს განცხადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.
” გახარიამ “პასუხისმგებლობა კი არ უნდა აიღოს” თავის თავზე და ამის გამო საგანგებოდ ჩამომწკრივებული დანარჩენი მინისტრებისგან წინასწარ გამზადებული მადლობები ისმინოს, უნდა თქვას, რომ ბრძანება მან გასცა. სხვა შემთხვევაში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისიც და უმრავლესობის დანარჩენი ლიდერებიც, არაპირდაპირ, მაგრამ კონკრეტულ, მინიშნებას აკეთებენ … სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ადრე თუ გვიან, გახარია და ბახტაძე ხელს ივანიშვილს დაადებენ.” – განაცხადა დავით ჭიჭინაძე.

