დე ლიხტი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს

დე ლიხტი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებსაიაქსის ახალგაზრდა ცენტრალური მცველი მატიას დე ლიხტი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს. დე ლიხტი იუვენტუსს უკვე შეუთანხმდა და ეხლა გუნდები უნდა შეთანხმდნენ სატრანსფერო ფასზე. აიაქსი 140 მილიონს ითხოვს, ხოლო იუვენტუსს კი 100 მილიონის გადახდა სურს, ამიტომ მოლაპარაკებები გაჭიანურდა, თუმცა სავარაუდოდ დე ლიხტი მაინც გახდება იუვენტუსის ფეხბურთელი, რადგან მას აქვს ამის სურვილი.

მატიას დე ლიხტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება და მისი შეძენა ბევრ კლუბს სურდა, მათ შორის ბარსელონას.