ეკა ბესელია – როგორც არ უნდა ეცადოს მმართველი პარტია, რომ მაიკ პომპეოს ღია გზავნილი სასურველად შეფუთოს, არ გამოვა – ეს 2020 წლისთვის ბოლო გაფრთხილებაა

ეკა ბესელია - როგორც არ უნდა ეცადოს მმართველი პარტია, რომ მაიკ პომპეოს ღია გზავნილი სასურველად შეფუთოს, არ გამოვა - ეს 2020 წლისთვის ბოლო გაფრთხილებააროგორც არ უნდა ეცადოს მმართველი პარტია, რომ ეს ძალიან ღია გზავნილი სათავისოდ და სასურველად შეფუთოს, არ გამოვა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გზავნილებს. მისი თქმით, ეს არის 2020 წლისთვის აშშ-ის მხრიდან საქართველოს მისამართით გაჟღერებული ბოლო გაფრთხილება.

„როგორც არ უნდა ეცადოს მმართველი პარტია, რომ ეს ძალიან ღია გზავნილი სათავისოდ და სასურველად შეფუთოს, არ გამოვა. ამ გზავნილში შინაარსი ძალიან მკაფიოდ იკითხება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ამბობს, რომ კი არ გეჩურჩულება ყურში და ჩუმად კი არ გკარნახობს, რა არის ის, რაც არ მოსწონთ პარტნიორებს, არამედ ეს არის შეშფოთების და წუხილის საგანი. ეს ეხება სასამართლოს, ეს ეხება მართლმსაჯულების თემისადმი კომპრომისულ და სუსტ ნაბიჯებს, ეს ეხება საარჩევნო გარემოს და ეს ეხება ანაკლიის პორტის თემას, სადაც არ შეიძლება იყოს ასეთი სახიფათო მანევრები. ეს გზავნილები არის ძალიან ღია და მკაფიო.

ეს 2020 წლისთვის ნამდვილად არის ბოლო გაფრთხილება. ვისაც ესმის ეს ენა და ელემენტარული წარმოდგენა აქვს პოლიტიკურ დღის წესრიგზე, უნდა ესმოდეს, რომ ის, რასაც პირისპირ გელაპარაკებიან ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ნიშნავს რომ 2020 წლისთვის ასეთი სახიფათო მანევრები არ გასაღდება,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.