ექიმებმა მსახიობ დემეტრე ნაყოფიას თვალი შეუნარჩუნეს

ექიმებმა მსახიობ დემეტრე ნაყოფიას თვალი შეუნარჩუნეს20 ივნისის აქციაზე დაზარალებული ახალგაზრდა მსახიობი დემეტრე ნაყოფიაა, რომელსაც რეზინის ტყვია პირდაპირ თვალში მოხვდა. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ექიმები ოპერაციის გზით მისი თვალის შენარჩუნებას ცდილობდნენ.

საბედნიეროდ, ახლახან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემეტრეს თვალზე ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

მისი მეგობარი, ნიკა ლაშხია ექიმებს მადლობას უხდის:

„მეგობრებო, ჩემს მეგობარს დემეტრე ნაყოფიას თვალი შეუნარჩუნეს, მადლობა ექიმებს, რომლებმაც ფაქტობრივად სასწაული ჩაიდინეს. ❤❤

დროდადრო მოგაწვდით ინფორმაციას.“

ფორტუნა