ერდოღანმა სტამბოლი კატასტროფულად წააგო

ერდოღანმა სტამბოლი კატასტროფულად წააგოსტამბოლის განმეორებითი არჩევნები თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისთვის კოშმარული შედეგით დასრულდა და ოპოზიციის ლიდერმა ექრემ იმამოღლუმ ამჯერად გაცილებით შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით დათვლილია უკვე ბიულეტენების 90%, ოპოზიციური „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი 54%-იანი უპირატესობით ლიდრობს და სახელისუფლებო კანდიდატს ყოფილ პრემიერს ბინალი ილდირიმს 775.000 ხმით უსწრებს, მარტის არჩევნებზე სხვაობა მხოლოდ 13.000 ხმა იყო.

ანკარა თურეთის დედაქალაქად თითქმის 1 საუკუნის წინ 1923 წელს გამოცხადდა, მაგრამ მიუხედავად ამისა სტამბოლი თავისი ზომიდან და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ისეთივე, ან შეიძლება უფრო მეტ მნიშვნელობას ინარჩუნებს თურქეთისთვის, როგორც ნიუ-იორკი აშშ-ისთვის. სწორედ ამიტომ სტამბოლში ნებისმიერი ტიპის არჩევნებში გამარჯვებას პრინციპული მნიშვნელობა გააჩნია.

31 მარტის ადგილობრივით თვითმართველობის არჩევნებში, მთლიანობაში ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ გაიმარჯვა, თუმცა ერდოღანმა დათმო ყველა დიდი ქალაქი, მათ შორის ანკარა და სტამბოლი. სტამბოლში შედეგები გაუქმდა და განმეორებითი არჩევნები დაინიშნა, რაც ერდოღანისთვის ბევრად უფრო უსიამოვნო შედეგით დასრულდა.

თურქეთი დემოკრატიის ოაზისად არასდროს მიიჩნეოდა, მაგრამ სიტუაცია 3 წლის წინ გადატრიალების უშედეგო მცდელობის შემდეგ დამძიმდა, რასაც 40.000-ზე მეტი ადამიანის დაპატიმრება და 160.000-ზე მეტის სამსახურიდან გაშვება მოჰყვა. ამ ყველაფერს კი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუარესებაც დაერთო თან. რუსული საზენიტო-სარაკეტო საშუალებების S400-ების ძეძენის გამო, ვაშინგტონმა ანკარას მეხუთე თაობის გამანადგურებლების F35-ების გადაცემაზე განუცხადა უარი.

პირველი

ერდოღანმა სტამბოლი კატასტროფულად წააგო