ავტოკოლონამ, რომლის მსვლელობის მონაწილეები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობასთან გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „წადი”.
აქციის მონაწილეებმა შსს-თან განთავსებულ შუშის ღობეზე სტიკერები გააკრეს, რომელზეც 21 ივნისს სპეცრაზმის მიერ გამოყენებული ტყვიებია გამოსახული და ასევე არის წარწერები: “ბოდიში?!” და “გახარია გიხარია?”.
იპნ