გიგი უგულავა – „ვიწყებთ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურას”

გიგი უგულავა - „ვიწყებთ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურას"„ვიწყებთ ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის პროცედურას!“, – ამის შესახებ „ევროპული სასქართველოს წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

ამასთან, უგულავას თქმით, „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნაა ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტიდან მოიკვეთოს.

“ვიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურას ირაკლი კობახიძის მიმართ და მოვითხოვთ, თუ “ქართულ ოცნებას” ოდნავ მაინც კიდევ დარჩა რაიმე ჯანსაღი აზრი, გაემიჯნოს და მოიკვეთოს ზაქარია ქუცნაშვილი თავისი რიგებიდან, რომელიც უშუალო შემსრულებელია.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის პარლამენტის თავმჯდომარეზე, მან დაუშვა ეს ყველაფერი, მან დაახარჯა ბიუჯეტის ფული გავრილოვს და მის მსგავსებს, მან მოიყვანა დ ამან ჩასვა ამ სავარძელში. მისმა უტვინობამ და ვერ შეგრძნებამ რა თანამდებობაზეა და საერთოდ, რა ქვეყანაშია.

ამიტომ მისი იმპიჩმენტის პროცედურა დასაწყებია. ჩვენ ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ “ქართული ოცნების” დეპუტაციას, რომელიც ამის შემდეგ გაბედავს, მოვა აქ და გაღიმებული სახით დაგვიწყებს ღილაკებზე თითის დაჭერას” – აღნიშნა გიგი უგულავამ.