გიორგი გახარია – “ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ისტორიების მოგონების გარდა, არგუმენტი არ გააჩნია“

გიორგი გახარია - "ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ისტორიების მოგონების გარდა, არგუმენტი არ გააჩნია““ღიმილისმომგვრელია, როდესაც ინტელექტუალურ ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ასეთი ისტორიების მოგონების გარდა სხვა არგუმენტი არ გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად იბრძოლოს, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.

მისივე თქმით, სამართალდამცავმა უწყებამ არჩევნების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისად იმოქმედა.

“მე როგორც მაქვს ინფორმაცია, იყო რამდენიმე წვრილმანი შემთხვევა, სადაც პოლიციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. დღის ბოლოს გვექნება სრული ინფორმაცია, არის ეს ისეთი სიმძიმის დანაშაულები, რომლებზეც გამოძიება დაიწყება თუ არა”,- აღნიშნა გახარიამ.