“ევროპული საქართველოს” წევრები პარლამენტის სასესიო დარბაზში დემარშით შევიდნენ. ისინი სხდომათა დარბაზში სერგეი გავრილოვის და სხვა რუსი დეპუტატების შეშვებას აპროტესტებენ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, სადაც რამდენიმე წუთის წინ სერგეი გავრილოვი იჯდა და სხდომა მიჰყავდა.
პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი სხდომათა დარბაზში რუს დეპუტატებს არ შეუშვებენ და გავრილოვს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების უფლებას აღარ მისცემენ.
რუსთავი 2

