გიორგი კვირიკაშვილს დაკითხვაზე იბარებენ?

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს სავარაუდოდ, შალვა თადუმაძის უწყებაში დაკითხვაზე დაიბარებენ. “2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ პროკურატურას გიორგი კვირიკაშვილთან კითხვები აქვს და უახლოეს მომავალში ყოფილ პრემიერს ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება “2020NEWS”-მა პროკურატურაში სცადა, სადაც ყოფილი პრემიერის პროკურატურაში დაბარების შესაძლო დაბარების ფაქტი არ უარყვეს. კითხვაზე: დაიკითხება თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პროკურატურაში გვიპასუხეს: “მიმდინარეობს გამოძიება , გამოიკითხება საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი”.

ჩენ შევეცადეთ, დაგვეზუსტებინა, არის თუ არა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირი გიორგი კვირიკაშვილი, რაზეც პროკურატურაში ყოფილი პრემიერის საქმესთან შემხებლობაში ყოფნა არ უარუყვიათ. კონკრეტულად, რა საქმეზე დაიკითხება ყოფილი პრემიერი, ჩვენთვის უცნობია. სავარაუდოდ, მის მიმართ კითხვები მისი მთავრობის მინისტრების – დიმიტრი ქუმისშვილისა და ზურაბ ალავიძის საქმეს უკავშირდება, რომლებზე გამოძიებაც ამ დრომდე გრძელდება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019