გიორგი მშვენიერაძე: მიზანმიმართული ძალადობა იყო, რათა ადამიანებს სასჯელი მიეღოთ

გიორგი მშვენიერაძე: მიზანმიმართული ძალადობა იყო, რათა ადამიანებს სასჯელი მიეღოთმიზანმიმართული ძალადობა იყო, რათა ადამიანებს სასჯელი მიეღოთ, – ამის შესახებ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე “აიპრესთან” საუბრისას აცხადებს და იმ განცხადებებსაც აფასებს, როცა უმრავლესობა ამბობს, რომ გახარიამ ქვეყანა არეულობას გადაარჩინა.
„ხელისუფლება ცდილობს ჩამოწმინდოს სირცხვილი, რომელიც მის კისერზეა და გადაფაროს მომხდარი აქტი მისთვის მომგებიანი პოზიციით.

რაც შეეხება, იმას ჰქონდა თუ არა სახელმწიფოს ძალის გამოყენების უფლება, ვადასტურებ რომ ჰქონდა. ამის მიუხედავად ის, რაც ვიხილეთ, ეს არ ყოფილა ძალის გამოყენება. ეს იყო მიზანმიმართული ძალადობა ადამიანებზე, რომ სასჯელი მიეღოთ, მათთვის რეზინის ტყვიების სროლა და დასახიჩრება. როდესაც ადამიანს ესვრი სახეში, ეს იყო სასჯელი“, – გვითრხა გიორგი მშვენიერაძემ.

გიორგი მშვენიერაძეს კითხვა არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის საკითხთანაც დავუსვით, თუმცა მან ამაზე კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკოსების შესაფასებელი საკითხია.

აიპრესი