გრიგოლ ვაშაძე – ვასაძე პირდაპირი ინსტრუქციებით მოსკოვიდან მოქმედებს

„ეს ადამიანი პირდაპირი ინსტრუქციებით მოსკოვიდან მოქმედებს. თუ ეტყვიან, ქუჩაში გადი და სცადე, სიტუაციის არევა, გავა და არევას ეცდება. ეტყვიან, სახიფათო სიტუაციაში აღმოვჩნდით და გაჩუმდი, გაჩუმდება. ვერის ბაღში ათასი სისულელე ილაპარაკა, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა მოითხოვა, შემდეგ ნახა, რომ რამდენიმე ასეული მარგინალის გარდა, არავინ გამოვიდა და ხალხს, რომელსაც აწუხებს შიმშილი, უმუშევრობა, არაადეკვატური ჯანდაცვა და განათლება, მათ ვასაძის ბოდვა არ აინტერესებთ. სახელმწიფო შეშინებული პასუხობს. ჩვენი პარტიის წევრებმა ბედოვლათ დეპუტატს პიჯაკი რომ გაუხიეს, ჩვენი პარტიის წევრები ციხეში ექვსი თვე ჩასვეს და როცა ვიღაც ბანდერლოგი შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნითა და ქალაქში ტერორის დაწყებით იმუქრება, იმას ეუბნებიან, რომ ალბათ, ასე არის საჭიროო, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ.

მეტრონომი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019