გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

გურამ ფალავანდიშვილი დააკავესგურამ ფალავანდიშვილი დააკავეს. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფალავანდიშვილთან სამართალდამცავები გამოკითხვაზე დაბარების მიზნით უწყების ჩასაბარებლად მივიდნენ, როდესაც ფალავანდიშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პოლიცია გურამ ფალავანდიშვილთან, გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, უწყების ჩასაბარებლად მივიდა. ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს”, – აცხადებენ შსს-ში.