გვარდიოლა: ”დავიდ სილვა ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია”

გვარდიოლა: ”დავიდ სილვა ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია”ხოსეპ გვარდიოლამ მანჩესტერ სიტის ნახევარმცველზე დავიდ სილვაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს ფეხბურთელი ბოლო წლების მანძილზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. დავიდ სილვამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა რომ ის მანჩესტერ სიტის დატოვებს და გვარდიოლას აზრით ეს ძალიან დიდი დანაკლისი იქნება:

”სამწუხაროა რომ სილვა ჩვენთან აღარ ითამაშებს, მაგრამ მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და მას ბედნიერებას ვუსურვებ. დავიდ სილვა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და ბუნებრივია ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება”.