გვარდიოლა: ”სანამ არ გამაგდებენ, მანამდე სიტიდან არსად არ წავალ”

გვარდიოლა: ”სანამ არ გამაგდებენ, მანამდე სიტიდან არსად არ წავალ”მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა რომ მას ძალიან სიამოვნებს მანჩესტერ სიტიში მუშაობა და არსად წასვლას არ აპირებს. გვარდიოლას თქმით ის მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა თუ მას სიტის ხელმძღვანელობა გააგდებს:

”ინგლისში ზუსტად ის მუხტია, რომელსაც ყოველთვის ვეძებდი და აქ მუშაობა უდიდესი სიამოვნება და ამავდროულად პასუხისმგებლობაც არის. სიტიდან წასვლაზე საერთოდ არ ვფიქრობ და აქ იქამდე დავრჩები, სანამ ძალით არ გამაგდებენ”.

გვარდიოლა მანჩესტერ სიტის 2016 წლიდან ხელმძღვანელობს.