ირაკლი ხვადაგიანი ლევან მურუსიძეს – ”არ მინდა, ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს”

არ მინდა, ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს, – ასე მიმართა 20 ივნისის აქციაზე დაკავებულმა ირაკლი ხვადაგიანმა მოსამართლე ლევან მურუსიძეს. ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოში 20 ივნისს დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მოსამართლე ლევან მურუსიძე უძღვება.

ლევან მურუსიძემ დაკავებულს მიმართა, პროცესზე ეთქვა, როგორ მოხდა მისი დაკავება. თუმცა, ხვადაგიანმა განაცხადა, რომ ურჩევნია იზოლატორში იყოს, ვიდრე მისი გათავისუფლების დოკუმენტზე ხელი მოსამართლე მურუსიძემ მოაწეროს.

“მე სიამოვნებით გავატარებდი ამ დღეებს იზოლატორში და არ მინდა ჩემი გათავისუფლების დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერა იყოს”, – განაცხადა ხვადაგიანმა.

ცნობისთვის, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ირაკლი ხვადაგიანს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციის წინააღმდეგობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ამავე სხდომაზე იხილება კიდევ ორი დაკავებულის, ცოტნე ცხვედიანის და იოსებ თხელიძის საქმეც.

იპნ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019