ირაკლი ოქრუაშვილი – „მიშას რომ არ დავპირისპირებოდი, ივანიშვილი ისევ მეწველ ძროხასავით ავლაბრის რეზიდენციასთან იქნებოდა“

ირაკლი ოქრუაშვილი - „მიშას რომ არ დავპირისპირებოდი, ივანიშვილი ისევ მეწველ ძროხასავით ავლაბრის რეზიდენციასთან იქნებოდა““2007 წელს მე რომ სააკაშვილის ხელისუფლებას არ დავპირისპირებოდი, იმ ადამიანებს, ვინც ახლა ივანიშვილის მეზარბაზნეები გახდნენ კლავიატურასთან, ახალაიების ცოცხი დიდი ხნის შეზრდილი ექნებოდათ, ფესვებგამდგარი და ივანიშვილი ისევ მეწველ ძროხასავით ავლაბრის რეზიდენციასთან იქნებოდა ისევ სააკაშვილის მიერ გამობმული და არაფერი შეიცვლებოდა” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
“მე ჩემი წვლილი იმ ხელისუფლების წინააღმდეგ შევიტანე და ძალიან გთხოვთ, ჩემო კარგებო, ნუ მაძახებთ რაღაც სისულელეებს. თქვენ რომ მანდ ზიხართ, ჩემი დამსახურებაც არის და არა მარტო ჩემი, ძალიან ბევრი სხვა ადამიანის” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემა 360 გრადუსში.

ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ამ ხელისუფლებას მისთვის არანაირი შეღავათი არ გაუწევია და არც ქვეყანაში დაბრუნებაში მიხმარებია, ეს ყველაფერი თავად მოახერხა, საკუთარი რისკით.

“რომ ამბობენ ჩემზე ქონება დავუბრუნეთ, საშუალება მივეცით, რომ იცხოვროს ქვეყანაში, და დავაბრუნეთო… დამაბრუნეს რა?! თვითმფრინავი გამომიგზავნეს, ბილეთი ამიღეს თუ წითელი ხალიჩა დამახვედრეს?! მერე მესამე, ქონება დამიბრუნეს?! რა ქონება დამიბრუნეს, სასამართლოთი დავიბრუნე 2013 წელს ერთი ქონება, მეორე ქონება ოთხი წელი მახვეწნინეს და ათმაგ ფასად მომყიდეს აუქციონზე.

ჩამოვედი ჩემით, ჩემი რისკით და სანამ სასამართლო თავისუფალი იყო წნეხისგან, დავიბრუნე ყველაფერი” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.