„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს მიმართავს:
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური შევარდნაძის დროს ამერიკელების დახმარებით შეიქმნა. ორი ათეული წლის განმავლობაში ეს სტრუქტურა ყოველთვის ინარჩუნებდა “სუფთა” უწყების იმიჯს, მიუხედავად შევარდნაძისდროინდელი კორუფციისა თუ პოლიტიკური ბატალიებისა, რომელიც ქვეყანაში ხდებოდა. სააკაშვილის მმართველობის დროსაც კი, როდესაც შეიარაღებული ძალების მაშინდელმა გენშტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ რის ვაივაგლახით რამდენიმე ათეული სამხედრო ძლივს დაითანხმა მიტინგების დარბევაზე და ამით ჯარის პრესტიჟი ეჭქვეშ დააყენა, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური მსგავს “უმსგავსობაში” არასდროს ჩარეულა და არათუ არასდროს არ დასხმია საკუთარ ხალხს, არამედ არასდროს გასცილებია ადამიანების დაცვის ფარგლებს.
20 ივნისის ღამეს ამ უწყებას, მისმა ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ დიდი ლაქა დაასვა და ის გამოიყენა მშვიდობიანი მანიფესტაციის დასარბევად.
“სამთავრობოელებო” მე მჯერა, ჩუბინიძეს საკადრის ადგილს მიუჩენთ იმის გამო, რომ თქვენი პრესტიჟი და მუნდირის ღირსება შელახა“.

