თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაანონსებულ პარტიას ქმნის.
როგორც “ახალი თაობისთვის” გახდა ცნობილი, პრეზენტაცია 11 ივნისს 15 საათზე “შერატონში” გაიმართება.
ოქრუაშვილის პარტიის სახელწოდება და შემადგენლობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
ცხადია მხოლოდ ერთი – საზოგადოებას პოლიტიკაში ახალი ძალის გამოჩენის მოთხოვნილება აქვს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს კი მესამე ძალის შექმნაზე პრეტენზია.

