ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი პარტიის პრეზენტაცია გამართა

ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი პარტიის პრეზენტაცია გამართათავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ახალი პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული პოლიტიკური მოძრაობის წევრები მათ შორის არიან: გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი, კობა მახარაძე, ნიკა რამიშვილი, გოგი ტუღუში, ლაშა დარასელია, ანა რეხვიაშვილი, ლელა ჯეჯელავა, გოჩა მამაცაშვილი, ანა იანტკელიძე, ვახო გოძიაშვილი, ზურაბ ნადირაძე, მაკა ნადირაძე, ოთარ კვირიკაშვილი, ლერი ლაფაჩი, მიშა კაჭკაჭიშვილი, გურამ ჩალაგაშვილი, ომარ მეტრეველი და სხვები.

როგორც ოქრუაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, ისინი ითანამშრომლებენ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ წევრთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილსდაუპირისპირდება.

მისივე ინფორმაციით, ოქტომბრის ბოლოს ამ ახალი პოლიტიკური მოძრაობის ყრილობა გაიმართება, სადაც ივანიშვილის ქცევას ადეკვატური პასუხი გაეცემა.

„ეს არ არის ერთი ან რამდენიმე ადამიანის ვერტიკალზე აგებული პოლიტიკური სტრუქტურა. ჩვენ ამბიცია გვაქვს, ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანის დიდი მოძრაობა შევქმნათ. იმ ადამიანების, რომლებსაც უკვე გაუსაძლისად მიაჩნიათ დღეს ქვეყანაში მდგომარეობა. ჩვენ ასევე, ვითანამშრომლებთ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ იმ წევრთან, რომელიც დაუპირისპირდებაბიძინა ივანიშვილს. ასე რომ, მათთვისაც ჩვენი კარი ღიაა.

დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვიმუშავებთ თბილისში, ძირითადად საორგანიზაციო სტრუქტურაზე. ივლისის ბოლოს გავდივართ რეგიონებში და ვივლით სოფელ-სოფელ, კარდაკარ იმისთვის, რომ ადამიანებს შთავაგონოთ, ცვლილება არის აუცილებელი. მარტო ჩვენ არაფერი არ გამოგვივა. ოქტომბრის ბოლოს, უკვე როდესაც წიწილების დათვლის სეზონი დადგება, გავმართავთ ფართომასშტაბიან ყრილობას და იქ გვექნება საუბარი ზუსტად იმ პასუხზე, რაც ადეკვატური იქნება ბიძინა ივანიშვილის ქცევაზე,“ – განაცხადა ოქრუაშვილმა.

იპნ