“კატეგორიულად მიუღებელია ის ყველაფერი რაც ხდებოდა” – კალაძე ოკუპანტი დეპუტატების პარლამენტში გამოსვლაზე

"კატეგორიულად მიუღებელია ის ყველაფერი რაც ხდებოდა" - კალაძე ოკუპანტი დეპუტატების პარლამენტში გამოსვლაზეთბილისის მერი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, ის მოვლენები რაც პარლამენტში განვითარდა მისტვის კატეგორიულად მიუღებელია:

„ის რაც ხდება პარლამენტში, მე როგორც დედაქალაქის მერი, როგორც რიგითი მოქალაქე პირდაპირ გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის რაც ხდება პარლამენტში და გეტყვით ჩემს აზრს, რომ ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა შეწყდეს და კატეგორიულად მიუღებელია ის ყველაფერი რაც ხდებოდა, ალბათ ცოტა მოგვიანებით ყველაფერი გაირკვევა რა მოხდა და რასთან გვაქვს საქმე, თუმცა ალბათ უნდა გვეფიქრა წინასწარ იმაზე, ამ შეხვედრის ჩატარება შეიძლებოდა თუ არა საერთოდ პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში. კატეგორიულად მიუღებელია, ყველა ქართველები ხომ ვართ და ჩვენი ქვეყანა ხომ გვიყვარს, ვართ პატრიოტები, გვაქვს ქვეყნის და ხალხის მიმართ სიყვარული, ქვეყნის 20% ოკუპირებულია და არ არის ის მისაღები რაც დღეს ხდება და ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.“- განაცხადა კახა კალაძემ