ხულოში 40 წლის კაცი მოკლეს

ხულოში 40 წლის კაცი მოკლეს25 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, ხიხაძირის ხეობაში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულია 40-წლამდე კაცი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბრალდებულმა  შუადღისას სოფელ ხიხაძირის ცენტრში, სავაჭრო ობიექტის წინ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა კაცი და მიიმალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.

„დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები“, – გვითხრეს შსს-ში.

ბათუმელები