„კობახიძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს“ – დავით ჭიჭინაძე

„კობახიძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს“ - დავით ჭიჭინაძეისნის რაიონის მაჟორიტარი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.

„ირაკლი კობახიძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს, მით უმეტეს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადებიდანაც მხოლოდ ის დასკვნა კეთდება, რომ ქვეყანას არც პარლამენტი ჰყავს და არც პარლამენტის თავმჯდომარე და ყველა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ისევ მხოლოდ ივანიშვილი იღებს.

კობახიძე და „კოლექტიური ზარდიაშვილები“ კი, მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეების დაპირისპირებისთვის და კრიზისების გამოწვევისთვის არიან სავარძლებში მოკალათებულნი,“ – აცხადებს ჭიჭინაძე.