“კობახიძევ, შენ ვეღარ გადაადგილდები პარლამენტის შენობაში როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შენ უნდა დატოვო თანამდებობა” – ნიკა მელია

"კობახიძევ, შენ ვეღარ გადაადგილდები პარლამენტის შენობაში როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შენ უნდა დატოვო თანამდებობა" - ნიკა მელია„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს მოღალატეობრივ აქტს უწოდებს და აცხადებს, რომ დეკლარირებული მტერი ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. ნიკა მელიას თქმით აუციელებელია რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვოს:

„ვინმეს სჯერა, რომ ეს იყო შემთხვევითი? ეს ბატონი ამ სახელმწიფოს მოძულე და მტერი არ უნდა შემოეშვათ, ამის სრული უფლება ქონდა სახელმწიფოს. ქუცნაშვილი გულზე მჯიღის ცემით გვიმტკიცებდა რომ ეს იყო დიპლომატიური ქაჯობა და დღეს აიღეს და დაასკუპეს სავარძელში. საქმე მარტივადაა, ყველა უნდა მოვიდეთ არა პარლამენტის შემობასთან, არამედ პარლამენტში უნდა შემოვიდეთ. დღევანდელი დღიდან ეს აღარ იწოდება პარლამენტის ადმინისტრაციულ შენობად, აღარაა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, დეკლარირებული მტერი ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. პარლამენტში დავრჩებით მანამ, სანამ როგორც მინიმუმ კობახიძე არ გადადგება. თუ კობახიძე არ გადადგება ხალხი დარჩება რამდენი თვეც საჭირო იქნება. ვინმე არის ვინც თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს? რომელიმე დეპუტატი? ხომ არ შეიძლება 3 ათასი ლარის და ბიზნესების გამო ყველაფერს ხაზი გადაუსვა? ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი ჩაგესვათ ბარემ პირდაპირ იმ სკამში და დამთავრდებოდა. მოღალატეობრივი აქტი უკვე მოხდა, ამას ჭირდება რეაგირება და არა მდინარაძის პრუწუნი, რომ სხდომა სხვა სივრცეში გავრცელდება, ვერსად ვერ გაგრძელდება სანამ გავრილოვია საქართველოში და კობახიძე ამ თანამდებობაზე. ამიტომ კობახიძევ, გირჩევნია, შენ ვეღარ გადაადგილდები პარლამენტის შენობაში როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შენ უნდა დატოვო თანამდებობა და არ დაიწყო ყალბი არგუმენტებით თავის გამართლება.“- განაცხადა ნიკა მელიამ.