ლამპარდი მალე ჩელსის მთავარი მწვრთნელი გახდება

ლამპარდი მალე ჩელსის მთავარი მწვრთნელი გახდებაივლისის დასაწყისში ჩელსი ოფიციალურად გამოაცხადებს ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას და ის დიდი ალბათობით ფრენკ ლამპარდი იქნება. ლამპარდი ამჟამად დერბი ქაუნთის უდგას სათავეში და ჩელსი მასთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ლამპარდი ჩელსის ლეგენდაა და როგორც ფეხბურთელმა მან ამ კლუბში 12 წელიწადი გაატარა, რომლის მანძილზეც რამდენჯერმე მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა. რამდენიმე კვირის წინ ჩელსი მწვრთნელის გარეშე დარჩა, როდესაც მაურისიო სარი იუვენტუსში გადაბარგდა.