ლევან გოგიჩაიშვილი – “კობახიძე არ უნდა გადავაყენოთ, კობახიძე უნდა გავაგდოთ!”

ლევან გოგიჩაიშვილი - "კობახიძე არ უნდა გადავაყენოთ, კობახიძე უნდა გავაგდოთ!"“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარებს.

გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე “გასაგდევია”.
“ეს სამარცხვინო ადამიანი. მაშინაც სამარცხვინო იყო როდესაც უმრავლესობაში ვიყავი და მაშინაც ვეუბნებოდი უმრავლესობის სხდომებზე, რომ იყო სამარცხვინო და ის ადამიანები იყვნენ სამარცხვინოები, ვინც ამ ანტურაჟს ქმნიდნენ და კომფორტს უქმნიდნენ პარტიის თავმჯდომარეს და ახლაც სამარცხვინოა სიტუაცია.

დღევანდელი მოცემულობაა პარლამენტის თავმჯდომარის გაგდება. ეს აღარ არის გადაყენება. ეს უნდა იყოს გაგდება. ეს არის აქტი. მე ვფიქრობ რომ ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს, რაც გუშინ ჩაიდინეს. რად ღირს იმ ახლგაზრდა ადამიანების თვალისჩინის პარლამენტის თავმჯდომარედ რომ იჯდეს კობახიძე რომ იჯდეს პარლამენტში. მაგის გამო მოხდა ამ ადამიანების დასახიჩრება? ამიტომ მშვიდობიანი პროტესტი არის გარდაუვალი.

ეს ორი სიმახინჯე რაც არის ნაციონალური მოძრაობა და რაც არის ქართული ოცნება, არის პროტესტი მათ მიმართ გასაკეთებელი, მშვიდობიანი პროტესტი, რომ ეს დახუთულობა რომელიც არის პოლიტიკაში, დამთავრდეს”- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.