ლევან ვასაძე – “ჩემი ფიზიკური განადგურება იგეგმება… საჯაროდ ვაცხადებ, რომ ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი”

ლევან ვასაძე ვერის პარკში მხარდამჭერებს შეხვდა. მისი თქმით აქვს ინფორმაცია მისი ფიზიკური განდადურება იგეგმება:
„მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი ფიზიკური განადგურება იგეგმება, თუმცა საჯაროდ ვაცხადებ, რომ ეს არ იქნება ხელისუფლების ბრალი. შს სამინისტროში მიმდინარეობს დაკითხვა ადამიანების, თუმცა ცოტა ნაწყენი ვარ რომ მე არ დამიბარეს დაკითხვაზე, მე არ ვთქვი ის რაც ვთქვი? ამ ამბებზე მერე მოვყვები და თუ ცოცხალი ვიქენი მემუარებსაც დავწერ.“- განაცხადა ლევან ვასაძემ. მისი თქმით, მას მოწონს სახელმწიოფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით „ის ნაბიჯი რაც გადმოიდგა სახელმწიფოს მხრიდან დავაფასეთ.“- აღნიშნა ვასაძემ. მისი განცხადებით, მისი მოსალოდნელი ფიზიკური განადგუირების შესახებ ინფორმაცია, სწორედ სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღო, ვასაძის თქმით, ის დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებას არ აპირებს, რადგან სიკვდილის შემთხვევაში “უკეთეს ადგილზე წავა”.

ვასაძის განცხადებით, არასამთავრობოების და მედიასაშუალებების მხრიდან მოსალოდნელია პროვოკაციები და დეზინფორმაციის გავრცელება:

„ეს კვირა იქნება მათი ფართხალისა და პროვოკაციების კვირა, იქნება დეზინფორმაციები, რომ აქ ვატარებთ, იქ ვატარებთ და გაგვაწვალებენ.“- განაცხადა ვასაძემ.

ვერის პარკში ის ისევ ხის ჯვრით იყო მისული.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2019