ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა. ის საგამოძიებო უწყების კითხვებს 9 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამოკითხვიდან გამოსულმა ვასაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, თუმცა, გამოძიების კითხვებსა და შინაარსზე არ უსაუბრია. მან რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, ასევე გაიხსენა 9 აპრილის მოვლენები, რა დროსაც ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა.
ვასაძემ საუბარი რამდენჯერმე შეწყვიტა, ვინაიდან ცრემლებს ვერ იკავებდა.
“ესენი რას შვრებიან, არ შემიძლია ვუყურო ქართველების ხოცვას, ცრემლები მადგება თვალებზე ამხელა კაცს…ამ გამზირზე როცა მკლავდნენ, რუსი “სალდათები” 9 აპრილს, ვიცოდი რას ვიცავდი, მე ვიცოდი ვის ვებრძოდი. მე ვიცავდი იქ იმ ღამეს ჩვენ ქალებს”, – განაცხადა ვასაძემ.
ცნობისთვის, ლევან ვასაძე უკანონო ფორმირებების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.
იპნ

