ლევან ვასაძე – ”გარყვნილების ზეიმს არ დავუშვებთ!”

ხვალ დილით დავაანონსებთ შეხვედრას, რომელზეც განვმარტავთ სამოქმედო გეგმას, როგორ ჩავშლით გარყვნილებას, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მთავრობის კანცელარიასთან განაცხადა.

„აგრესიის მსხვერპლი ვართ ჩვენ. ჩვენ გვესხმიან თავს გარედან დაფინანსებული ძალები, რომლებიც გვირყვნიან შვილების თაობას, თითოეულ თქვენთაგანს ახვევენ თავზე იმ ტერმინოლოგიას, რომელიც არის ანტიქრისტიანული და თავისი შინაარსით ღრმად დესტრუქციული. ჩვენ ვართ თავდაცვის ფორმაში. ჩემი დღევანდელი აქ მოსვლის მიზეზი არის ის, რომ არ დავუშვათ გარყვნილების ზეიმი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ აქტივისტები აქციის გამართვას აპირებდნენ, თუმცა იქ ბიზნესმენი ლევან ვასაძე თავის მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და აქციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცა.

იპნ

დატოვეთ თქვენი კომენტარი