ლილოში ჩინელების ბაზარი იწვის

ლილოში ჩინელების ბაზარი იწვისლილოში ე.წ ჩინელების დასახლებაში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ცეცხლი ე.წ ჩინელების ბაზარში გაჩნდა. ამ დროისთვის ადგილზე 14 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული არ არის.

ძლიერი ხანძრის გამო მოვაჭრეებს საწყობებიდან საქონელი სპონტანურად გამოაქვთ.