მაიკ პომპეომ საქართველოს მოუწოდა, დაასრულოს ანაკლიის პორტი – “ეს თავიდან აგაცილებთ რუსეთის და ჩინეთის ცუდ გავლენებს”

მაიკ პომპეომ საქართველოს მოუწოდა, დაასრულოს ანაკლიის პორტი - "ეს თავიდან აგაცილებთ რუსეთის და ჩინეთის ცუდ გავლენებს"ანაკლიის პორტის პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას. მათ არ აქვთ კეთილი სურვილები მთელი გულით, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთანერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს.

მისივე თქმით, აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით აცხადებს, რომ საქართველოს არ მოაკლდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

“იმედი მაქვს, რომ ის კვლავ მჭიდრო მეგობრული სულისკვეთებით წარიმართება და საერთო ვალდებულებებს დაეფუძნება. საქართველომ ლიდერის როლი იკისრა ნატო-ს ასპირანტი მოკავშირის რანგში და ალბათ ეს იმ მიზეზთაგანია, რის გამოც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა პომპეომ.