მამუკა ბახტაძე – “ოცნება” არ იყენებს რეზინის ტყვიებს, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, ეს სააკაშვილის ხელწერაა”

მამუკა ბახტაძე - "ოცნება" არ იყენებს რეზინის ტყვიებს, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, ეს სააკაშვილის ხელწერაა"“ოცნება” არ იყენებს რეზინის ტყვიებს, ეს არ არის ჩვენი ხელწერა” – ეს განცხადება 20 ივნისის დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე პრემიერმინისტრმა გააკეთა.

„მე მსურს ხაზი გავუსვა კიდევ ერთ მტკიცებულებას, რატომ არის ეს პროვოკაცია. თქვენ თვითონ შეგიძლიათ, ნახოთ სოციალურ ქსელებში თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართულ მედიაში, რა ინფორმაციები ვრცელდება, რომ ჩვენ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა.შ. მეგობრებო ეს „ქართული ოცნების“ ხელწერა არასდროს არ ყოფილა და არც არასდროს არ იქნება, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს იყო ერთადერთი ადამიანის მიხეილ სააკაშვილის ხელწერა რითაც ის დაამახსოვრდა ქართულ საზოგადოებას. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია რაც დღეს მიმდინარეობს, რაც უსწრებდა დღევანდელ დღეს, ეს ყველაფერი არის საერთო პროვოკაციის ნაწილი. მე მინდა, დავარწმუნო საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ მეგობრებო, ჩვენ თქვენთან ერთად  ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით ისე, რომ ქართული სახელმწიფო ქართული დემოკრატია გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული,“ -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რუსთავი 2