მამუკა მდინარაძე რუსი დეპუტატის გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში აღმოჩენას თვითნებობას ან შეცდომას უკავშირებს. მისი თქმით, „უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია ეს ფაქტი:
„უმრავლესობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია, რომ გავრილოვი ზის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. სხდომა უნდა წაეყვანა ბერძენ კოლეგას და როგორ მოხდა რომ გავრილოვი იყო სხდომის წამყვანი ამაში გავერკვევით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, იმის გამო, რომ გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა სკამზე და გაბედა სხდომის წაყვანა, პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

